აგარაში ქუჩების ასფალტირების სამუშაოები დასრულდა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა – ზაზა გულიაშვილმა  აგარაში 4 ქუჩაზე (ყაზბეგის, გ.ტაბიძის, მესხისა და საბავშვო ბაღის გზა) გზის ასფალტირების დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა,  – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა აგარაში 4 ქუჩაზე (ყაზბეგის, გ.ტაბიძის, მესხისა და საბავშვო ბაღiს გზა) გზის ასფალტირების დასრულებული სამუშაოები. მოეწყო 2-ფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, რაზეც გაიხარჯა 869941,48 ლარი. სულ დაიგო 2,198 კმ.-მდე გზის საფარი. სამუშაოები შეასრულა შპს ,,ქროსფოინტი“-მა”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები