მიხეილ რამიშვილი: ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კეთილსინდისიერებასა და ოპერატიულობაზეა დამოკიდებული, რამდენად გაეცემა კითხვებს პასუხი, რაც ოჯახს დააკმაყოფილებს
გარდაცვლილი 23 წლის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი დადებითად აფასებს ბაჩალიაშვილის საქმის თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემას.
მისი განცხადებით, ახლა პოლიციაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გასცემენ იმ კითხვებს პასუხს, რომლებიც ოჯახს აქვს.
„დანარჩენი მათზეა დამოკიდებული. ის ნდობა, რომელიც აღარ ჰქონდა ოჯახს ქვემო ქართლიც პოლიციის მიმართ, ახლა მათზეა დამოკიდებული, მათ კეთილსინდისიერებაზე, ოპერატიულობაზე და მათ დაჩქარებაზე, რამდენად იქნება ყველა იმ კითხვაზე პასუხი გაცემული, რაც დააკმაყოფილებს ოჯახს და აღადგენს იმ სამართლიანობის განცდას, რაც უნდა არსებობდეს მოსახლეობაში, პირველ რიგში, ოჯახში, რომ დადგინდეს, რას და ვის შეეწირა ამ ულამაზესი ბავშვის სიცოცხლე“, – განაცხადა რამიშვილმა.