მამუკა სალუქვაძე: შერლოკებს და უოტსონებს ვთხოვ, საჯაროდ გამოიძიონ ჟვანიას, პატარკაციშვილის, შარაძის ბურუსით მოცული მკვლელობები

“შერლოკებს და უოტსონებს ვთხოვ, საჯაროდ გამოიძიონ ჟვანიას, პატარკაციშვილის, შარაძის ბურუსით მოცული მკვლელობები”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი მამუკა სალუქვაძე.

„რადგანაც, ჩვენი ჟურნალისტ-გამომძიებელ- ექსპერტ-კრიმინალისტ-სატელევიზიო შერლოკები ყოველდღიურად გვიმტკიცებენ, რომ შეუძლიათ ფოტოებით, ყავის ნალექით, მდინარის დინებით, შედუღების შედეგად წარმოქმნილი ნაპერწკლის სავარაუდო ტრაექტორიით და ნახალოვკელი „კაწროს“ ყველა ვერსიაში ჩაკვეხებით „გამოიძიონ“ ურთულესი მკვლელობები, მაქვს ლეგიტიმური სურვილი, ვთხოვო მათ, ასეთივე აღტყინებით, საჯაროდ, სცადონ გამოიძიონ ზურაბ ჟვანიას, ბადრი პატარკაციშვილის, გურამ შარაძის დღემდე ბურუსით მოცული მკვლელობები.

ჯერ ეს იყოს და თუ ამ შემთხვევაშიც „იყოჩაღებენ“ ჩვენი შერლოკები და უოტსონები, გამოსაძიებელი კიდევ ბევრია ამ ქვეყანაში, ჩვენდა სამწუხაროდ…“ – წერს მამუკა სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები