საქართველომ რუსეთს ცოლის მკვლელობაში ბრალდებული პირი გადასცა
საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული, არარატ ჟამკოჩიანი გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაცი “კვირას” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.
რუსეთის ძალოვანი უწყების ინფორმაციით, არარატ ჟამკოჩიანი ცოლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, რომელსაც ადგილი მარტში დასახლებულ პუნქტ მაისკში ჰქონდა. გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა ცოლს რკინის მილით თავის არეში რამდენიმე დარტყმა მიაყენა, ამის შემდეგ დანით დაჭრა. ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჟამკოჩიანი კ მომხდარის შემდეგ მიიმალა, შემდგომ ის საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს.