სვიმონ კლდიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვიქტორინა

სვიმონ კლდიაშვილის 155 წლის ხსოვნას ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ვიქტორინა.
სვიმონ კლდიაშვილმა 1899 წელს შეადგინა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის (ქართული გიმნაზიის – ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი) შენობის პროექტი და 1906 წლამდე ხელმძღვანელობდა მის მშენებლობას.

ორგანიზატორების ინფორმაიცით, პასუხების მიღება დაიწყო 29 ივლისს, დილის 11:00 საათიდან და გაგრძელდება ამავე დღის 23:59 წუთამდე.

იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მონაწილეს ექნება ერთნაირი მაქსიმალური ქულა, გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვისი პასუხიც ყველაზე ადრე იქნება დაფიქსირებული.

ვიქტორინის გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს თსუ გამომცემლობის წიგნებს.

ვიქტორინის ბმული:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSer8DYbcNjUq7lF1_Hm2TrDWfuga4BPe1c7X-20FdW6AICpPA/viewform?usp=sf_link

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები