კინო ღია ცის ქვეშ – უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები” დიდ ეკრანზე

28-29 ივლისს, 21:00 საათზე, „კავეა“ Drive-in სინემაში – ლისის ახალ იპოდრომზე, ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ფილმის – უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვების” დიდ ეკრანზე ჩვენება გაიმართება.

ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე: არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გამოჯანსაღება იწყება. მთავარ გმირს, ნიკას, მოუწევს არჩევანი გააკეთოს მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის.
რეჟისორი: უტა ბერია. როლებში: სანდრო კალანდაძე, გიორგი ხურცილავა, თედო ბექაური, გაგა შიშინაშვილი, ვიქტორ ბარბაქაძე.

მის: ლეო კვაჭაძის ქ. №37,  თბილისის იპოდრომი, ლისის ტბის მიმდ. ტერიტ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები