დიმიტრი ცქიტიშვილი: ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორ ჩაივლის 2020 წლის არჩევნები

“ფაქტია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დაგეგმილ არჩევნებსა და სამართლიან გარემოში მის ჩატარებაზე”, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერმინისტრს შორის სატელეფონო კომუნიკაციას.

ცქიტიშვილის თქმითვე, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ჩაივლის 2020 წლის არჩევნები.

„ფაქტია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დაგეგმილ არჩევნებსა და სამართლიან გარემოში მის ჩატარებაზე, რაც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, არსებული წინასაარჩევნო გარემო მათთვის კითხვის ნიშნებს აჩენს. ხელისუფლების მხრიდან ძალიან ინტენსიური მუშაობა სჭირდება იმას, რომ არჩევნები, ერთი მხრივ, იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და ამან მიიღოს ძალიან მაღალი საერთაშორისო ლეგიტიმაცია. დიპლომატიაში გაფრთხილებები და მუქარები არ არის, უბრალოდ, არის საკითხები, რაზეც პარტნიორები მიანიშნებენ. ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორ ჩაივლის 2020 წლის არჩევნები, მით უმეტეს, ასეთი პოლიტიკური ტურბულენტური პერიოდის შემდეგ. იმისთვის, რომ ქვეყანაში უფრო სტაბილური გახდეს გარემო, მნიშვნელოვანია, არჩევნების შედეგები აღიაროს ყველამ – შიდა მოთამაშემაც და გარე დამკვირვებლებმაც. შიდაში შესაძლოა, გაჩნდეს სპეკულაცია, მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლები ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან, რომ ქვეყანაში დემოკრატიისკენ იქნას კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული და არცერთ შემთხვევაში უკან არ წავიდეთ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები