რატი იონათამიშვილი: ჩვენ მიერ მიღებულ, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ” კანონს ამერიკის ელჩმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კანონზე მუშაობა დაიწყო იუსტიციის სამინისტრომ, რომელშიც ჩართული იყო აბსოლუტურად ყველა სამინისტრო და სახელისუფლბო უწყება, მათ შორის, პარლამენტი და შშმ პირთა საერთაშორისო ორგანიზაციები”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტში თებერვალში შემოვიდა, სამი მოსმენით განხილული და მიღებულია.

„1995 წლამდე მიღებული კანონი იყო, რომელიც ვერ მოდიოდა შესაბამისობაში შშმ პირთა კონვენციასთან და იყო საკმაოდ დაბალი სტანდარტის. ჩვენ მიერ მიღებული კანონის თანახმად, სახელმწიფო იღებს სოციალურ მოდელზე გადასვლის ვალდებულებას. მასში მოცემულია, რომ უნდა შეიცვალოს შეფასების სისტემა და მარტო დიაგნოზზე არ უნდა იყოს აქცენტი. უნდა გაკეთდეს საჭიროებაზე ინდივიდური შეფასება, ასევე, შემოდის მოსარჩელის ინსტიტუტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ორგანიზაციებს ექნებათ უფლებების დაცვის უფრო რეალური და ეფექტური მექანიზმები. ჩვენ მიერ მიღებული კანონი ანაწილებს ცენტრალური და თვითმმართველობების პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს. თვითმმართველობებმა სოციალური სერვისები უნდა მიაწოდონ შშმ პირებს. ჩვენ არ გვაქვს კონვენციაზე პასუხისმგებელი ორგანო და მთავრობას ეს კანონი ავალდებულებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნას ასეთი ორგანო, რომელსაც უხელმძღვანლებს პრემიერი. ამ კანონს გამოეხმაურა ამერიკის საელჩო, ამერიკის ელჩი და ძალიან მაღალი შეფასება მისცა”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები