რატი იონათამიშვილი: მოხარულები ვართ, რომ გიორგი გახარიამ და მაიკ პომპეომ ქვეყნისთვის მნიშვენლოვანი ყველა სტრატეგიული საკითხი განიხილეს

“მოხარულები ვართ, რომ გიორგი გახარიამ და მაიკ პომპეომ ქვეყნისთვის მნიშვენლოვანი ყველა სტრატეგიული საკითხი განიხილეს”, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სატელეფონო კომუნიკაციას.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ეს იყო ორი მეგობარი ქვეყნის ლიდერების საუბარი.

„მოხარულები ვართ, რომ საუბრის განმავლობაში ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვანი და სტრატეგიული საკითხები განიხილეს, მათ შორის, ოკუპაციის საკითხი, დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური საკითხები. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ამერიკის პარტნიორობის პლენარულ სხდომას, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ „კოვიდ 19“-ის სირთულეებია, ისევ დღის წესრიგში დგას. ცხადია, აშშ-სა და საქართველოს პოზიციები ემთხვევა იმ საკითხში, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს განსაკუთრებულად მაღალი გამჭვირვალობითა და სტანდარტით, ეს ნამდვილად ასე იქნება. რაც შეეხება ხელმოცარულ ოპოზიციას, რომლებიც ყველაფრის გაფუჭების გარდა არაფერს ცდილობს – ვურჩევდი, ჯერ გაერკვნენ, ვინ რა ფორმით მონაწილეობს არჩევნებში და შემდეგ ისაუბრონ სხვა საკითხებზე, რადგან საზოგადოება ერთადერთს, რასაც მათგან ხედავს, არის ის, თუ როგორ ლანძღავენ და ებრძვიან ერთმანეთს, სხვებს და ვერ იყოფენ სამაჟორიტარო ოლქებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები