ზაზა კოშკაძე სამეცნიერო ფანტასტიკის საერთაშორისო კონვენციაში მიიღებს მონაწილეობას

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, პოეტი, ზაზა კოშკაძე სამეცნიერო ფანტასტიკის საერთაშორისო კონვენციაში (WorldCon) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2020 წლის 29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, წელს WorldCon-ი ახალ ზელანდიაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, პანდემიისა და ვირუსის ფართო გავრცელების გამო, ის ონლაინ ჩატარდება.

ზაზა კოშკაძე მონაწილეობას 4 პანელში მიიღებს, აქედან სამში – მომხსენებლის სტატუსით, მეოთხე ღონისძიებაზე კი ის დისკუსიას მოდერატორის როლში გაუძღვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები