მარინა ეზუგბაია კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევის წყაროს ასახელებს

“ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთის გაჩიანია, ერთი დაავადებულთან კონტაქტია, 4 იმპორტირებულია, ერთი კი სამედიცინო პერსონალია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს.

“კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს.

8 ახალი შემთხვევიდან  ერთის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთის გაჩიანია, ერთის წყაროა დაავადებულთან კონტაქტი, 4 შემოტანილი შემთხვევაა, ანუ იმპორტირებული და აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთი სამედიცინო პერსონალია.

რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს – 41 პაციენტი მკურნალობს. ორი მძიმე პაციენტი გვყავდა, რომელთა მდგომარეობაც გაუმჯობესდა და დღეს უკვე განიხილებიან, როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები. 41 პაციენტიდან დიდი ნაწილი საშუალო სიმძიმისაა, მცირე ნაწილი მათზე მსუბუქი”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები