ამირან სალუქვაძე პრემიერისა და მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბარზე: ასიგნებების კანონთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში პოზიტიური იქნება და არც ის ყბადაღებული 15% დაფინანსება მოაკლდება საქართველოს.

“როგორც პრემიერის გვერდზე ვკითხულობთ, გუშინ გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ეს ის პომპეოა, აშშ სახელმწიფო მდივანი, რომელმაც ასიგნებების კანონთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში უნდა მიაწოდოს კონგრესს”, – ამის შესახებ საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ბრიგადის გენერალი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წრეს.

სალუქვაძე წერს, რომ პრემიერმინისტრსა და მაიკ პომპეოს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი კიდევ ერთ ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

„ხომ ხვდებით, რომ ანგარიშიც პოზიტიური იქნება და, საბოლოოდ,  არც ის ყბადაღრებული 15% დაფინანსება მოაკლდება საქართველოს. როგორც გუშინდელ წერილში დავწერე, მთელს ამ აჟიოტაჟში ყველაზე მიუღებელი ის იყო, რომ ქართველები ასიათასებს ხარჯავენ, რათა ქვეყანას მილიონები ჩამოაჭრან. მოკლედ, პრემიერსა და სახელმწიფო მდივანს შორის, როგორც ჩანს, საკმაოდ ნაყოფიერი საუბარი შედგა და ყველა სფერო მოიცვა, რუსული ოკუპაციის პრობლემებიდან დაწყებული, აშშ-საქართველოს თანამშრომლობით დასრულებული. ახალი ელჩის, კელი დეგნანის საქმიანობაც აღინიშნა. ახლა მაინტერესებს, დღეს რომელი ტელევიზიები გააშუქებენ და რომელ წუთზე. ოპოზიციის სააგენტოა, “მედია ჩეკერი”, ამას წინათ ცხრილი დადო, რომელმა ტელევიზიებმა არ გააშუქეს გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეო. რა თქმა უნდა, “იმედი” და “პოსტვ” მოახვედრეს (არადა, საკმარისზე მეტად გააშუქა ყველამ). ჰო, პრემიერმა სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტით მოიწვია. წელს იქაც და აქაც სააეჩევნო წელია. არ მგონია, მოიცალოს. ისე, ვიზიტი უდავოდ მნიშვნელოვანი იქნება კავკასიაში არსებული დაძაბულობების ფონზე. სატელეფონო საუბარი კი კიდევ ერთ ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას“, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები