სარფში არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის კ.ლ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მედიკამენტები (5,8 კგ.) აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,700 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, კანონდარღვევ მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 4700 ლარის ოდენობით შეეფარდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები