ალექსანდრე კობაიძე: ცხონებული შაქარაშვილი „ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრს არ მოუკლავს

“ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრიდან, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი არავის მოუკლავს”, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ​​ ჟურნალისტებს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განუცხადა, სადაც ამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

„თუ სასამართლო არ მოექცევა საზოგადოების გავლენის ქვეშ და სამართლებრივად შეაფასებს აღნიშნულ საკითხს, დარწმუნებული ვარ, არანაირი სტანდარტი არ არსებობს, რომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე გამოიყენონ და დარჩეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებს, როგორიცაა 199-ე მუხლი, სადაც წერია, რომ თუ სასამართლოს სურვილი აქვს, მაგალითად, ჩამოართვას მაიდენტიფიცირებელი საშუალება – პასპორტი, პირადობა, ყოველ კვირას იაროს საგამოძიებო უწყებაში. აქედან გამომდინარე, თუ ექნება მზაობა სასამართლოს, დარწმუნებული ვარ, აღკვეთის ღონისძიებას შეცვლის. ბრალის დამძიმების შესაძლებლობას არ განვიხილავ. ახვლედიანის ჩვენება პირიქით, საჩვენო გარემოებებზე მიუთითებს. რასაც აქამდე ვიძახდით, რომ გარდაცვლილთან არანაირ შემხებლობაში გაგნიძე არ არის, ახლა დადასტურდა. ხელს გაგნიძეს არავინ ადებს. ცხონებული შაქარაშვილი იმ 6 პიროვნებას არ მოუკლავს”, – განაცხადა კობაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები