ვლადიმირ ზელენსკსა და ვლადიმერ პუტინს შორის დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებამდე სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებამდე სატელეფონო საუბარი შედგა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტები დონბასის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტისთვის დამატებითი ზომების შემოღების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, საუბრის დროს ზელენსკიმ და პუტინმა 2019 წლის 9 დეკემბერს პარიზში ნორმანდიის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხიც განიხილეს.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კმაყოფილება გამოთქვეს დონბასის ტერიტორიაზე სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების თაობაზე, რომელიც ძალაში 2020 წლის 27 ივლისის 00:01 საათზე შევა.

როგორც უკრაინული მედია, ზელენსკიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დონბასისა და ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული უკრაინელი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე სამომავლო ნაბიჯების აუცილებლობაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები