ხვალ ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში შერჩეულ 190 საჯარო მოხელესთან დისტანციური შეხვედრა გაიმართება
27 ივლისს, 10:00 საათზე ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო კილაძე, ღასან ხალილი ( UNICEF) და ადამ შმიდტი (USAID) ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში შერჩეულ 190 საჯარო მოხელეს დისტანციურად შეხვდებიან და გადამზადების (ტრენინგების) შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
ონლაინშეხვედრის დასრულების შემდეგ, ღონისძიების მონაწილეები მედიის კითხვებს უპასუხებენ.
12:00 საათზე კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.