“შესაძლოა, მაღალი რისკის ქვეყნებიდან გერმანიაში ჩამსვლელი მოქალაქეებისთვის „კოვიდ-19“-ზე ტესტირება სავალდებულო გახდეს”

“შესაძლოა, მაღალი რისკის ქვეყნებიდან გერმანიაში ჩამსვლელი მოქალაქეებისთვის „კოვიდ-19“-ზე ტესტირება სავალდებულო გახდეს”, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა – ამის შესახებ reuters-ი წერს.

reuters-ის ინფორმაციით,  მინისტრის განცხადება ქვეყანაში ბოლო ორი თვის განმავლობაში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდულ მაჩვენებლის დაფიქსირებას უკავშირდება.

„ჩვენ ახლა განვიხილავთ, შესაძლოა, თუ არა, დავავალდებულოთ მოქალაქეები, ტესტები გაიკეთონ“, – განაცხადა  მინისტრმა.

მისივე განმარტებით, სასამართლოები ახლა ყველაფერს აკეთებენ, რათა გერმანიამ ისეთი წესები მიიღოს, რომლებიც ადამიანთა უფლებებს არ დაარღვევს.

„როიტერის“ ინფორმაციით, მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული მოქალაქეები ტესტირებას გერმანიაში ჩასვლიდან დაუყოვნებლივ გაივლიან, ხოლო დაბალი რისკის ქვეყნებიდან მიმავალი მგზავრებისთვის ტესტის ჩატარება სამი დღის ვადაში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები