ტეხასის შტატს ქარიშხალი “ჰანა” უახლოვდება

აშშ-ში, ტეხასის შტატში, სავარაუდოდ – დღეს, ქარიშხალ “ჰანას” ელოდებიან. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ქარიშხლებზე დაკვირვების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ცენტრის მონაცემებით, ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს. ახლა ქარიშხალი სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტეხასის შტატის ქალაქ კორპუს-კრისტისთან ფიქსირდება.

ტეხასის მიმდებარე რაიონებში ქარიშხლისთვის მზადყოფნა გამოცხადდა. ქარიშხალი შტატს, სავარაუდოდ, დღეს დაატყდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები