ფოტოგამოფენა ღია ცის ქვეშ

25 და 26 ივლისს, 18:00 საათიდან 23:00 საათამდე, ორბელიანის მოედანზე ფოტოგამოფენა გაიმართება.
გამოფენა გალერეა „ფოტოგრაფიის“ მიერ პროექტ „ქარავნის“ ფარგლებში ჩატარდება.
„პირველად „ფოტოგრაფიაში“ წარმოდგენილი ნამუშევრები დატოვებს ჩვენს საგამოფენო სივრეს და გადაინაცვლებს ღია ცის ქვეშ, სადაც ინტერაქციულ რეჟიმში შეგეძლებათ ფოტოგამოფენის დათვალიერება, ჩვენ კი დაგისვამთ შეკითხვას: და შენ დადიხარ გალერეაში? იცი, რომ ახლა, როგორც არასდროს, გალერეას და ხელოვანებს სჭირდები შენ, დამთვალიერებელი“? – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

დოკუმენტური ფოტოგრაფია:
გიორგი ცაგარელი;
გურამ წიბახაშვილი.

თანამედროვე ფოტოგრაფია:
მარიამ სიჭინავა;
ლუიზა ჩალათაშვილი;
გელა შეყელაძე.

კონცეპტუალური ფოტოპროექტი
ნატა სოფრომაძე;
ვიგენ ვართანოვი;
ანდრეი კოვალიევი.

მისამართი: ორბელიანის მოედანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები