„თოჯინების ისტორია“ – ვორკშოპი ბავშვებისთვის ღია ცის ქვეშ

25 ივლისს, 17:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება საგანმანათლებლო-შემეცნებით  ვორკშოპს – „თოჯინების ისტორიას“  უმასპინძლებს, რომელიც ღია ცის ქვეშ, არტოს ბაღში ჩატარდება.

ვორკშოპს მეთოჯინე ბაჩო ცანავა გაუძღვება.

„ალბათ ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ, როდის გაჩნდა პირველი სათამაშო.. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სათამაშო კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან არსებობდა და ყველა ერი მას თავისებურად ქმნიდა.

მაგალითად, ეგვიპტელები მათ ხისგან ამზადებდნენ, იაპონელები – ქაღალდისაგან, გერმანელები კი – ფაიფურისაგან.

გაინტერესებთ, როგორ ამზადებდნენ ტრადიციულ დედოფალებს საქართველოში? – დაესწარი ვორკშოპს“, – აღნიშნულია მუზეუმების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვორკშოპში მონაწილეობა თავისუფალია.

მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი N103 – არტოს ბაღი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები