სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 37 ათასს აღწევს, 700 გარდაცვლილია

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 383 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში რესპუბლიკაში უკვე 36 996 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უკანასკნელ დღე-ღამეში ვირუსს 8 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამში კი, 700 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, ვირუსის დამარცხება სულ 26 243 პირმა შეძლო, მკურნალობას 9 833 ადამიანი აგრძელებს.

სომხეთში 12 აგვისტომდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები