აზერბაიჯანში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვმა 400-ს მიაღწია
აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში “კოვიდ-19”-ის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რესპუბლიკაში 29 312 ინფიცირებულია.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ვირუსს 400 ადამიანი ემსხვერპლა.
ასევე, აღინიშნება, რომ ვირუსის დამარცხება 21 547-მა პაციენტმა შეძლო, 7365 პირი მკურნალობას აგრძელებს.