პუტინი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარება რუსეთისთვის ძალიან მგრძნობიარეა.
როგორც პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარება მათთვის ძალიან მგრძნობიარეა.
როგორც პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა, სხდომაზე განიხილებოდა რუსეთის ურთიერთობა დსთ-ს ქვეყნებთან, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, განსაკუთრებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ჭრილში.
12 ივლისს თოვუზისა და თავუშის რაიონებში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.
განვითარებული მოვლენების შედეგად, ბაქოში აცხადებენ, რომ 12 სამხედრო დაკარგეს, მათ შორის ერთი გენერალი იყო. ერევანში კი 5 სამხედრო დაღუპვაზე განაცხადეს. მათივე თქმით, 9 ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.