ეკატერინე ტიკარაძე: კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის კლინიკა პაციენტებისა და საზოგადოებისთვის ძალიან დიდი მონაპოვარი იქნება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ცენტრი ქართული საზოგადოებისთვის დიდი მონაპოვარია და არის ორი ქვეყნის მეგობრობისა და პარტნიორული თანამშრომლობის სიმბოლო.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის პრევენცია, მაგრამ რეაბილიტაცია არის ასევე უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ დავეხმაროთ  ჩვენს ყველა მოქალაქეს, რათა შეძლონ თავიანთი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. ამისათვის ნამდვილად საჭიროა მაღალკვალიფიციური დახმარება. კენ ვოლკერის ამ იდეამ ნამდვილად ცხადყო, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრი რამ არის შესაძლებელი. ეს ცენტრი ნამდვილად იქნება ჩვენი პაციენტებისა და საზოგადოებისთვის ძალიან დიდი მონაპოვარი.

დღესდღეობით კლინიკაში მომსახურეობას მიიღებს 200 ბავშვი და 250 მოზრდილი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სპეციალისტი, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე აღიზრდება, შეძლებს და დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს საჭირო უნარ-ჩვევების შეძენასა და რეაბილიტაციაში. მადლობა მინდა, გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველა იმ განხორციელებული პროექტისთვის და მათი ხარისხისთვის, რომელიც მათ ასე ახასიათებთ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები