კელი დეგნანი: მინდა, მივულოცო პარლამენტს შშმ პირების უფლებების დაცვის შესახებ კანონის დამტკიცება – ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, ასეთ ობიექტში მიიღოს რეაბილიტაცია
“ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც სჭირდება ასეთ სერვისები, ვერ ახორციელებდა წვდომას ამ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაზე. ვისაც სჭირდება რეაბილიტაცია, ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, რათა ასეთ ობიექტში მიიღოს რეაბილიტაცია”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა, განსაკუთრებით, შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით.
„მინდა, მივულოცო პარლამენტს, არსებული სპიკერის ხელმძღვანლობით, როდესაც კანონი დამტკიცდა შშმ პირების უფლებების დაცვის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონია, რომელიც გზას უხსნის ამ პირებს, რომლებიც ადრე არ იყვნენ ასე კარგად წარმოდგენილი საზოგადოებაში და სრულად ვერ იღებდნენ მონაწილეობას საზოგადოების განვითარებაში. შშმ პირები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ, მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების განვითარებასა და მმართველობაში. ეს ნამდვილად არის პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ინკლუზიურობისკენ ბევრია კვლავ გასაკეთებელი, თუმცა, აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ ვეხმარებოდით სამინისტროს სახელმწიფო საპილოტე პროგრამის შემუშავებასა და ბიუჯეტირებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც სჭირდება ასეთ სერვისები, ვერ ახორციელებდა წვდომას ამ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაზე. ვისაც სჭირდება რეაბილიტაცია, ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, რათა ასეთ ობიექტში მიიღოს რეაბილიტაცია. ძალიან კარგია ფაქტი, რომ მთავრობამ აღიარა ეს პრიორიტეტი და იმედი მაქვს, რომ ეს კატეგორია ხალხისა, შშმ პირები ამ მომსახურებით სრულად ისარგებლებენ. ჩვენ ფუნქციური შეფასების შესაძლებლობას ვიძლევით აჭარაში, რათა შშმ ბავშვებმა მთელ საქართველოში მიიღონ მინდობით ზრდის შესაძლებლობა, რათა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები ჩაერთონ საზოგადოებაში და აღარ მოხდეს მათი ინტერესების და საჭიროებების უგულებელყოფა, რომ სრულად მოხდეს მათი ჩართულობა საზოგადოებაში“, – განაცხადა დეგნანმა.