„მუზეუმები და თანამედროვე გამოწვევები” – საერთაშორისო კონფერენცია

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით – „მუზეუმები და თანამედროვე გამოწვევები” გახსნა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მუზეუმების თანამშრომლები აქტიურად არსებული რესურსების გამოყენებით აქტიურად უმკლავდებოდნენ გამოწვევებს.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს სამუზეუმო მენეჯმენტის თანამედროვე გამოწვევებზე, მუზეუმსა და არაფორმარულ განათლებაზე, სამუზეუმო განათლებასა და ინტერდისციპლინალურ ინტეგრაციაზე.
კონფერენცია, სსიპ „აჭარის მუზეუმის” ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე სექტორის” და ფონდ „ღია საზოგადოება- საქართველოს“დაფინანსებით ხორციელდება.
კონფერენციის პარტნიორია საქართველოს მუზეუმების ასოციაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები