მამაკაცმა, რომელმაც უკრაინის ქალაქ პოლტავაში მძევლად პოლიციელი აიყვანა, სამართალდამცველი გაათავისუფლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი ამჟამად რეშილოვის რაიონის ტყეშია მიმალული, მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები.
პოლიციაში აცხადებენ, რომ მძევალი დაშავებული არ არის.
პოლტავაში რომან სრიპნიკმა პოლიციელი მძევლად იმ დროს აიყვანა, როდესაც პოლიციელები მის დაკავებას ცდილობდნენ.