თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი კაკაბოურში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა გოგიაშვილი მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან ერთად თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მერის წარმომადგენელ მამუკა გოგბერაშვილთან ერთად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ კაკაბოურში გზის ბეტონით მოწყობის სამუშოები დაათვალიერეს, რომელსაც, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის N390 განკარგულების მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს “ჯეო ბილდი” ახორციელებს.
ლაშა გოგიაშვილმა ასევე თუზის საჯარო სკოლაში, სოფლისა და სკოლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით შპს “მტმ” ასრულებს.
მერის მოვალეობის შემსრულებელი სკოლაში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობით დაინტერესდა და სკოლის ხელმძღვანლობას პრობლემური საკითხების დროულად მოგვარების პირობა მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები