ნათია თურნავა: აგვისტოში რეგულარული ფრენების დროებით შეჩერების რეჟიმს გავაგრძელებთ, მაგრამ უსაფრთხო დერეფნების მიხედვით კონკრეტულ ფრენებს დავუშვებთ

“აგვისტოში რეგულარული ფრენების დროებით შეჩერების რეჟიმს გავაგრძელებთ, მაგრამ უსაფრთხო დერეფნების მიხედვით კონკრეტულ ფრენებს დავუშვებთ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ავიაკომპანიებთან – „ვიზეარსა“ და „რაინეარისთან“ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა შეთანხმდეს ფრენების ოპტიმალური რაოდენობა, რაც კომპანიებისთვისაც მომგებიანი იქნება კომერციულად და არც ქვეყანას დააზარალებს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.

„რაც შეეხება „რაინეარსა“ და „ვიზეარს“, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ვიზეარი“ 2016 წელს შემოსულიყო საქართველოში, 2019 წელს გაეფართოებინა არსებითად არეალი და 2019 წელს შემოსულიყო „რაინეარი“. ჩვენ მათთან ორმხრივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ, რომ გავიდეთ იმ ოპტიმალურ რაოდენობა ფრენების, რაც მათთვისაც კომერციულად იქნება მიმზიდველი და არ დაგვაზარალებს ეპიდემიოლოგიურად. მე ვხედავ მცდელობას, რომ ჩვენ შორის ვიღაცას სურს, მედიატორის ფუნქცია იკისროს. არ არის ეს საჭირო, არანაირი პრობლემა ჩვენ შორის არ არსებობს, თუკი ამ კომპანიებს უჩნდებათ შეკითხვა, პირდაპირ მოგვმართავენ და კომუნიკაციის პრობლემაც არ გვაქვს. ჩვენი მოტივაცია მარტივია, ეს არის ადამიანების დაცვა”, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები