შალვა კერესელიძე ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე, ახალგაზრდობის სააგენტოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელ რეზო ჩარკვიანს შეხვდა.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განხილულ იქნა სააგენტოს რეფორმის “მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის” ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგული ნაბიჯები და გეგმური აქტივობები, რომლებიც მუნიციპალიტეტებშია განსახორციელებელი ადგილზე ახალგაზდული სფეროს ეკოსისტემის შესაქმნელად.
ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციებისა და ახალი თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც სააგენტოს შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით.
ხსენებული რეფორმის ერთერთი მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, სააგენტო 6 ივლისიდან 10 რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტს ეწვევა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები