უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები: 2012 წელს, „ცოცხების საქმის” ფარგლებში, რომელმაც სტრასბურგის სასამართლო საშინელი სისასტიკით გააოგნა, მართლმსაჯულებას კიდევ 17 ადამიანი გადაეცა
ცნობილი უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები – ოლეგ დეინეკა და ვალერი ტოვმაჩი კვლავ აგრძელებენ სკანდალურ გამოძიებას. ამჟამად, ორმა ჟურნალისტმა ვრცელი საერთაშორისო მასშტაბის ჟურნალისტური გამოძიების ამსახველი გადაცემა მოამზადა.
„პირველად ისტორიაში, შვიდი წლის შემდეგ, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნისას გერმანიამ საქართველოს ციხეების ყოფილი ხელმძღვანელი გადასცა. გერმანიის ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს მიმდინარე წლის 2 აპრილს გადაწყვეტილება აღასრულა, რომლის თანახმადაც, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჭაკუა დამნაშავედ ცნო საქართველოს მოქალაქეების მასობრივი წამებისა და მკვლელობის საქმეში”, – ამბობენ გამომძიებელი ჟურნალისტები გადაცემაში – Молния.
გადაცემის ავტორების თქმით, 2012 წელს, „ცოცხების საქმის” ფარგლებში, რომელმაც სტრასბურგის სასამართლო საშინელი სისასტიკით გააოგნა, მართლმსაჯულებას კიდევ 17 ადამიანი გადაეცა.
„როგორც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, მაშინდელი მთელი უმაღლესი რანგის ქართული ხელმძღვანლობა დამნაშავედ იქნა ცნობილი. „კრიმინალური რეჟიმი”, რომელიც, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელი თანამდებობიდან ჩამოეშორებინა და სასამართლოსთვის გადაეცა, პირიქით, ყველა შესაძლო ფორმით ხელს უწყობდა ამ ჯალათის კარიერულ წინსვლასა და მასში არაადამიანური სისხლისმსმელობის განვითარებას, 2006 წლის ციხის აჯანყებაში მონაწილეთა სისხლიანი ხოცვიდან დაწყებული, შემზარავი არაადამიანური „ცოცხების საქმემდე”, – ამბობენ გამომძიებელი ჟურნალისტები.
გადაცემის ავტორების თქმით, სტრასბურგის სასამართლომ „დანაშაულებრივი რეჟიმის” მთელი ელიტა დამნაშავედ ცნო ამ ბოროტების ჩადენაში, მათ შორისაა ქვეყნის პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი, გენერალური პროკურორი – ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მოხელეები: მეგის ქარდავა, რევაზ ჭარბაძე და კოხტა კოდუა.
„ნაცვლად იმისა, რომ გერმანიისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიჰყოლოდა და მასობრივი მკვლელების და მოძალადეების საქართველოში ექსტრადიცია განეხორციელებინათ, უკრაინის მთავრობამ ყველაფერი პირიქით გააკეთა – სააკაშვილ-ადეიშვილს ხელში უგდებს სამართალდამცავების რეფორმას, კერძოდ, პროკურატურას და კიდევ უფრო ფულად – საბაჟო სფეროს რეფორმას”, – ამბობენ გადაცემის ავტორები.