Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის აზრით, კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტის ფორმირებისთვის ადამიანს შესაძლოა, ვაქცინის რადენიმე დოზა დასჭირდეს.
ამის შესახებ გიეტსმა CBS News-თან საუბარში განაცხადა.
“ამჟამად, არ იკვეთება, რომ რომელიმე ვაქცინამ შეიძლება, იმოქმედოს ერთჯერადი დოზის შედეგად. თავიდან ამის იმედი არსებობდა”, – თქვა გეიტსმა.
ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ რომელიმე ვაქცინამ, განსაკუთრებით, “მეორე თაობის” ვაქცინამ მომავალში შეიძლება, “გაგვაოცოს”.
“ვიმედოვნებთ, რომ ორი დოზა იქნება საჭირო, თუმცა ხანდაზმული ადამიანების შემთხვევაში შესაძლოა, მეტი რაოდენობა გახდეს საჭირო”, – განმარტა მან.
ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდმა “კოვიდ-19”- თან ბრძოლისთვის 300 მლნ დოლარი გამოყო.
ასევე, ფონდი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმსხვილესი დონორია, რომელმაც 2018-2019 წლებში ორგანიზაციის ბიუჯეტის 9,76% უზრუნველყო.