სოფელ ჩხარში 60 ბავშვზე გათვლილი არასრული საშუალო სკოლა შენდება

სოფელ ჩხარში მცირეკონტიგენტიანი – 60 ბავშვზე გათვლილი არასრული საშუალო სკოლა შენდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მერიიდანა აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და მერის წარმომადგენელ ვასილ ფანჩულიძესთან ერთად ჩხარის არასრული საშუალო სკოლის მშენებლობა დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ ესაუბრა.

მერიის ცნობით, არასრული საშუალო სკოლის მშენებლობას მგფ-დან გამოყოფილი 1 092 500 ლარით შპს “ჯავა” ახორციელებს.

მუნიციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდიდან კიდევ ერთი – ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსი შენდება, რაზეც 1 124 000 ლარი დაიხარჯება. ორივე სკოლა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში არსებული 24 საჯარო სკოლიდან 3 ახალი შენდება, 14-ს კი რეაბილიტაცია უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები