წაღვერში საფეხმავლო ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაბა წაღვერში, ადგილობრივების მოთხოვნით, საფეხმავლო ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც „რეგიონულ კვირას” ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოაჯირი, დამცავი კედელი, კიბეები, ფეხით სავალი ნაწილი, რკინა-ბეტონის ბურჯები და პანდუსი.

მათი ინფორმაციით, საფეხმავლო ხიდის მოწყობით სამუშაოებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – ოთარ არბოლიშვილი და მერის მოვალეობის შემსრულებელი – დავით ზაალიშვილი ადგილზე გაეცნენ.

„2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და, მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად, გამოვლინდა პრიორიტეტები.
ბორჯომის მაღალმთიან სოფლებში: ბალანთაში, ჭიხარულაში, მოლითსა და ტაბაწყურში  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერის მოვალეობის შემსრულებელი  – დავით ზაალიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  – ოთარ არბოლიშვილი ადგილზე გაეცნენ.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ტაბაწყურში სასმელი წყლის შიდა ქსელი მოეწყობა, მოლითში სანიაღვრე სისტემა, ხოლო ჭიხარულასა და ბალანთაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობა. 2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები