რატი იონათამიშვილი: ბუტა რობაქიძის საქმე იმ დანაშაულებრივი ხელისუფლების ერთერთი სიმბოლო იყო

“ბუტა რობაქიძის საქმე იმ დანაშაულებრივი ხელისუფლების ერთერთი სიმბოლო იყო”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განუცხადა, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, როდესაც რობაქიძის საქმეზე ხელისუფლების მიმართ ვინმეს მხრიდან ბრალდება ისმის, რომ ეს შეიძლება, იყოს პოლიტიკური დევნა, ამის იქეთ ფსკერი აღარ არსებობს.

„ბუტა რობაქიძის საქმე იყო ერთერთი სიმბოლო იმ დანაშაულებრივი ხელისუფლების, რომლის პირობებშიც მოხდა უმძიმესი დანაშაული. როცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი მინისტრი აქეთ საუბრობს პოლიტიკურ დევნაზე, ეს არა მხოლოდ უხერხულია, არამედ მართლა ფსკერია და ამას საზოგადოებას კარგად შეაფასებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

22 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოშია დაბარებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები