ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებენ. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, თითოეულ ობიექტზე არსებული მდგომარეობისა და სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესახებ იმსჯელეს.

“სამუშაო შეხვედრაზე დავით ზაალიშვილმა ყურადღება გაამახვილა პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე.
აღნიშნულ ობიექტებზე მუნიციპალიტეტის მერთან ერთად პერიოდულად ახორციელებენ მონიტორინგს მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლები”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები