სომხეთში კორონავირუსის 439 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 439 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 35 693 ინფიცირებულია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 16 პაციენტი ემსხვერპლა, სულ რესპუბლიკაში 678 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, კლინიკებიდან, ჯამურად, 24 766 პაციენტია გაწერილი.

სომხეთში 12 აგვისტომდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები