ვალეში მისასვლელი, კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება. როგორც “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს დასასრულს უახლოვდება ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში, გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება.

“სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – რუბენ კარაპეტიანი და ალექსი ზედგინიძე გაეცნენ.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 298 265 ლარით ფინანსდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მეორე შახტის დასახლებაში აქამდე ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა და მოსახლეობას უამინდობის დროს გადაადგილება უჭირდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები