საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოთხი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1073 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 907-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 692 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები