ტიტე აროშიძე: მთავრობის კოორდინებული მუშაობის შედეგად, ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ჩვენს ქვეყანაში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ხულოსა და ქედის მუნიცპალიტეტებში მცხოვრები 60-მდე ადგილობრივი მკვიდრი, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში დროებით ეწეოდნენ სხვადასხავა საქმიანობას კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეზონურად დასაქმდება.
აღნიშნული პირები კახეთში უკვე გაემგზავრნენ. გამგზავრებამდე მათ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე შეხვდა, პროგრამის ისტრუქტაჟი გააცნო და წარმატებები უსურვა.
ტიტე აროშიძეს თქმით, მთავრობის კოორდინებული მუშაობის შედეგია, რომ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ ქვეყანაში დასაქმდნენ.

“მთავრობის კოორდინებული მუშაობის შედეგად, ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწორედ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, რაც საშუალებას იძლევა, დარგში მეტი ადამიანი დასაქმდეს”, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები