რატი იონათამიშვილი: „ქართული ოცნება“ ქალთა კვოტირების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას დაიცავს მაშინ, როცა პროპორციული სიის პრეზენტაცია იქნება

„ქართული ოცნება“ ქალთა კვოტირების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას დაიცავს მაშინ, როცა პროპორციული სიის პრეზენტაცია იქნება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ქალთა კვოტირების თაობაზე ცვლილებების დამტკიცება, საერთაშორისო პარტიონერების მხრიდან დადებითად შეფასდა, თუმცა ასე არ იყო შეფასებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.

„მათი რიტორიკა უკვე ცხადი მაშინ გახდა. „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებას დაიცავს მაშინ, როცა პროპორციული სიის პრეზენტაცია იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“  მაჟორიტარი დეპუტატობის 30 კანდიდატი უკვე წარადგინა, რომელთაგან ერთია განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. „საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, პოლიტიკურმა პარტიამ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის ადამიანი უნდა წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია ვერ დარეგისტრირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები