იაპონიის ელჩმა ონში სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს საჯარო ლექცია ჩაუტარა

ონის მუნიციპალიტეტში, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში იაპონიის ელჩმა, ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ სსიპ ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს საჯარო ლექცია ჩაუტარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ჩიკვაიძე და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შუქურა ჯაფარიძე.

ელჩმა უეჰარამ მოსწავლეებს გააცნო იაპონიის დიპლომატიური სამსახური და მისი თავისებურებები, ისაუბრა მისი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მიღწეული წარმატებების შესახებ. ელჩმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მსგავსებებს, ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

ღონისძიების დასასრულ, ელჩმა დამსწრეთა კითხვებს უპასუხა და ბავშვებს მცირედი საჩუქრები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები