შეუძლია თუ არა კარანტინს კორონავირუსის გავრცელების შეჩერება – ჯანმო-ს დირექტორის განმარტება

ქვეყნების მიერ შემოღებული საკარანტინე შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელების მთლიან შეჩერებას ვერ შეძლებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, საკარანტინე ზომები მხოლოდ ინფექციის გავრცელებას ანელებს.

გებრეისუსი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის კიდევ ერთი საშუალებაა კონტაქტების გამოვლენა და მათი იზოლირება.

“ვერცერთი ქვეყანა შეძლებს კორონავირუსზე კონტროლის დამყარებას, თუ არ იცის, სად არის ვირუსი”, – აცხადებს გებრეისუსი.

ასევე, მან აღნიშნა, რომ შეუცვლელია იმ პირთა შრომა, რომლებიც “კარდაკარ დადიან” ინფიცირებულთა და მათი კონტაქტების გამოსავლენად.

“კონტაქტების მოძიება ყველა ქვეყნისთვის არის აუცილებელი, ნებისმიერ ვითარებაში”, – ხაზს უსვამს ჯანმო-ს დირექტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები