ბიძინა ივანიშვილი: კორონავირუსთან დაკავშირებულმა კრიზისმა ყველას დაანახა, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ქვეყნაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი, – ამის შესახებ ივანიშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც პარტია “ქართული ოცნების” მაჟორიტარების წარდგენა მიმდინარეობს.

“მიხარია, რომ ასე მალე დავუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, ამიტომ მინდა, დავიწყო მადლობით. მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებს, მადლობა “ქართული ოცნების” გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა.

“განსაკუთებული მადლობა ჩვენს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა. ჩვენ, ყველამ ერთად შევიტანეთ წვლილი იმაში, რომ საქართველო დღეს ვირუსისგან თავისუფალ ზონად მოიხსენიებენ. ამ კრიზისმა ყველას დაანახა, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ქვეყნაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები