შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს 4 დღის განმავლობაში 100 000-ზე მეტი სტუმარი ეწვია

“შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნიდან დღემდე, 4 დღის განმავლობაში, 100 000-ზე მეტი სტუმარი გვეწვია”,- ამის შესახებ ინფორმაციას შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მიმართვაში დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია დამთვალიერებლებს გულწრფელი ემოციების გამოხატვისთვის მადლობას უხდის.

“მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს მოსვლისთვის და, განსაკუთრებით, იმ გულწრფელი ემოციების გამოხატვისთვის, რასაც თქვენი შთაბეჭდილებების სახით ვიღებთ, მათ შორის, პირად შეტყობინებებშიც.

მადლობა და გელით კვლავ!”,- წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები