ჰასან როუჰანი: კორონავირუსით, შესაძლოა 35 მილიონამდე ირანელი დაინფიცირდეს

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, კორონავირუსით  25 მილიონი ირანელია დაინფიცირებული.

როუჰანი აღნიშნავს, რომ ქვეყანა პანდემიის მეორე ტალღაში იმყოფება, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო.

“მომდევნო თვეებში ვირუსით, შესაძლოა 30-დან 35 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს”,- თქვა ირანის პრეზიდენტმა.

მან ასევე ირანში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შესახებ სტატისტიკა წარადგინა, რომელიც ოფიციალურ მონაცემს მნიშვნელოვნად სცდება.

კერძოდ, როუჰანის თქმით, ქვეყანაში კოვიდ19-ით 25 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული, რაც ოფიციალურ მონაცემს 93-95-ჯერ აღემატება.

ირანის მთავრობის პრესმდივანმა ალირეზა მოეზიმ განმარტა, რომ აღნიშნული მონაცემი ერთ-ერთი “შეფასებითი სცენარია”, რომლის მიხედვით “კორონავირუსით 25 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა”.

​ოფიციალური მონაცემით ირანში კორონავირუსით 269 440 ადამიანია ინფიცირებული, 13 791 ლეტალური შემთხვევაა, 232 873 პირი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები