ხაშურთან ცენტრალურ მაგისტრალზე ტრაილერმა ქვეითად მოსიარულე გაიტანა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური ავტობანის ხაშურის მონაკვეთზე ტრაილერი ქვეითად მოსიარულე 77 წლის მამაკაცს დაეჯახა.
დაშავებული სასწარაფო დახმარების ბრიგადამ “გორმედის” კლინიკაში გადაიყვანა. როგორც “რეგიონულ კვირას” სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

როგორც “რეგიონული კვირასთვის” გახდა ცნობილი ტრაილერს უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები