„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ოთარ სირაძესა და მის ძმას გირაო შეეფარდათ
რაჭის ყოფილ გუბერნატორს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ოთარ სირაძესა და მის ძმას, დავით სირაძეს ამბროლაურის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5-5-ათასლარიანი გირაო შეეფარდათ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, “ახალგაზრდა მწვანეების” წევრთან დაპირისპირების ფაქტზე რაჭის ყოფილ გუბერნატორსა და მის ძმას ბრალი 126-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
მომდევნო პროცესი 4 სექტემბერს გაიმართება.
ცნობისთვის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ ამბროლაურში 4 ივლისს „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.