სოფელ ახალციხეში საკანალიზაციო სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში საკანალიზაციო სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ყაზბეგის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტის ღირებულება, რომლის სამშენებლო სამუშაოებს შპს ” კაპიტელი” ასრულებს, 580.048 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მიმდინარე წელს პროექტები აქტიურად ხორციელდება.

ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რათა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები ხარისხიანად და გათვალისწინებულ ვადებში შესრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები