გორში ბავშვის საწოლში გველი იპოვეს

გორში, კომბინატის დასახლებაში, ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრებმა ერთერთმა ოჯახმა საკუთარ საცხოვრებელში გველი იპოვა. როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, ქვეწარმავალი ოჯახის წევრებმა ბავშვის საწოლში ნახეს.

ადგილზე გამოძახებული იქნა სამაშველო ჯგუფი, რომელთა მეშვეობითაც ქვეწარმავალი შენობიდან გაიტანეს. კორპუსის მაცხოვრებლები ანტისანიტარიასა და ქვეწარმავლების საცხოვრებელ სახლებში შეღწევის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები